თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი – ფარცხალაძის ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ მასზე თავდასხმის შესახებ სიცრუეა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, “ელ ცენტროში” თორდიას ფარცხალაძის მისალმება არ მოეწონა და ამან გამოიწვია თორდიას აგრესია. ადვოკატის თქმით, სწორედ ლაშა თორდია იყო კონფლიქტის ინიციატორი. ასევე გაგი მოსიაშვილს აინტერესებს,თუ თორდია სცემეს კაფე “ელ ცენტროში”, რატომ არ გამოიძახა პატრული და რატომ მიაკითხა საავადმყოფოს 5 საათის დაგვიანებით.

ადვოკატებმა მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები წარმოადგინეს. მათივე მტკიცებით, ამ ჩვენებებით დასტურდება, რომ ფარცხალაძეზე აგრესიის ავტორი თავად ლაშა თორდია იყო.

“გამოკითხული პირები ამბობენ, რომ ლაშა თორდიას მხიდან წამოსული აგრესია ფირცხალაძის პირადი დაცვის მიერ განეიტრალდა, რომელიც ადეკვატურად და პროპორციულად იყო გამოყენებული. ინციდენტის შემდეგ გენერალურ აუდიტორს არ გამოუძახებია სამართალდამცველები და დარჩა კაფე „ელ ცენტროში“, რაც ასევე ეჭვს იწვევს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა. შესაბამისად ამ მტკიცებულებებით სახეზე გვაქვს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის ლაშა თორდიას მიერ პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი”, – განაცხადა ფარცალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატია,,დიპლომი, რომელიც ფარცხალაძემ გამოაქვეყნა არის ყალბი”