“თოფაძის განცხადება ყველანაირ დასაშვებ ზღვარს სცდება”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადების გამო, რომელიც მან პარლამენტის ტრუბუნიდან გააკეთა, ბოდიშს იხდის.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, გოგი თოფაძის განცხადება გაუაზრებელი იყო და მისი თქმით, ბოდიშის მოხდაც არ უნდა იყოს პრობლემა. მინისტრის თქმით, მისთვის მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია.
“ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო, ალბათ, უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს განცხადება სცდება ყველანაირ დასაშვებობის ჩარჩოს. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ, ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, დაუნის სინდრომის მქონეს , მათ მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ მუშაობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი”, – განაცხადა წულუკიანმა
banner
წინა სტატიაში“უარესები უნდა მეთქვა”- გოგი თოფაძე პირდაპირ ეთერს ითხოვს
შემდეგი სტატია“მე მეგონა, რომ თოფაძე აღარ იყო პარლამენტის წევრი”