თოფაძემ მარგველაშვილის მიერ “ქართველების დაუნებად მოხსენიების” მტკიცებულება წარადგინა

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ქართველ ხალხზე ცუდ კონტექტსში, წლების წინ, ჟურნალში “დრო მშვიდობისა” დაბეჭდილ სტატიაში ისაუბრა.

როგორც თოფაძემ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს სტატიაში კიდევ უფრო მძიმე შეფასებები აქვს გაკეთებული.

“მარგველაშვილმა ჟურნალში “დრო მშვიდობისა” წლების წინ, ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა. ის ქართველ ერს ჩლუნგებად მოიხსენიებს. სტატიაში წერია “დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია, გონებრივი სისისტე – მსუბუქი დებილობის ფორმით”, “დრო მშვიდობისაში” დაბეჭდილია გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური აზრები ქართული ერის შესახებ. მე არავითარი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პრეზიდენტისთვის. ამ სტატიას ჰქვია “ნიჩრუტა – მე ქართველი ვარ”. სტატიაში ძალიან ბევრი, კიდევ უფრო მძიმე შეფასებებია. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამით ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაში,,მარგველაშვილის ძველ ნაშრომებს გადავხედე, სადაც გაცილებით უფრო ცუდ კონტექსტში აქვს მოხსენებული დებილიზმი”
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს