“თითი ჰქონდა მოჭრილი და შემდეგ მიკერებული” – ბიძინა კუჭავას ცხედარს დაზიანებები აღენიშნება

bidzinaaaaaრადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორის მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ოჯახმა პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ცხედარი უკვე დაათვალიერა. მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნება.

„მიცვალებული მოასვენეს სახლი, ოჯახის წევრებმა დაათვალიერეს გვამი და არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ჰქონდეს. აქ საუბარი არაა მხოლოდ თავის არეში არსებულ დაზიანებებზე, სხვა ადგილზეც აქვს დაზიანებები. თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. დაზიანებული აქვს ასევე ფეხი, არ შეიძლებოდა ამ კაცს სიარული მოეხერხებინა და შემდეგ თავი მოეკლა“, – ამბობს მამუკა კუჭავა.

როგორც ცნობილია, ოჯახის გადაწყვეტილებით ცხედარს დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩაუტარებს მაია ნიკოლაიშვილი.

პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიმმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს
შემდეგი სტატიამაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება