თინა ხიდაშელის მესიჯი „ოცნებას“

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!რატომ შევიდა ზალკალიანი მდინარეში მეორედ, ანუ რა ხდება ხელისუფლების კულუარებში
მართალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელის გამწესებას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მაგრამ დავით ზალკალიანი მდინარეში მეორედ შევიდა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წელიწადნახევრიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, საგარეო უწყებაში დაბრუნდა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, როდის იყო გულწრფელი ზალკანანი: მაშინ, როცა მაია ფანჯიკიძესთან ერთად საგარეო უწყება ხელიხელგადახვეულმა დატოვა და განაცხადა, ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლისო, თუ ახლა, როცა ძველ „ახალ თანამდებობას“ ისე დაუბრუნდა, რომ კურსის შეცვლა აღარ გახსენებია? – ალბათ, მოვა დრო და ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, მანამდე კი, კულუარებში უკვე მიანიშნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციიდან წასულებს შორის, დიდი ალბათობით, გარკვეული კავშირი შეიძლება არსებობდეს.
„ხელაღებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ივანიშვილი მიხვდა, თუ უნდა, რომ საქართველოს ისტორიაში ღირსეულად შევიდეს, სოლიდურ პოლიტკოსებს უნდა დაეყრდნოს. ასეთი კი, რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, საქართველოში სულ რამდენიმეა, მათ შორის, ირაკლი ალასანია, რომელიც ჩემი შეხედულებით, უფრო მომავლის პოლიტიკოსია. ზალკალიანის მთავრობაში დაბრუნებაც, ვფქირობ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი, თუმცა ზოგადად, ისეთი სახე მიეცა, რომ გეგონება, ზალკალიანმა „ალასას“ უღალატა და საგარეო უწყებაში ამიტმომ დაბრუნდა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც პოლიტიკური კულუარების გარდა, დიპლომატიურ პროტოკოშიც კარგად არის გარკვეული.
გარდა ამისა, ჩვენი ინკოგნიტო მოსაუბრე „რესპუბლიკელებსაც“ ეხება და ამბობს, რომ ივანიშვილი ყველას გაწირავს, „რესპუბლიკელებს“კი – არასოდეს.
„ახლა, ისეთ რამეს გეტყვით, რომლისთვისაც ყურადღება შეიძლება, არავის მიუქცევია, მაგრამ ორი-სამი დღის წინ თინათინ ხიდაშელმა „ფეისბუქში“ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა, აი, რა ვიპოვეო. გასაგებია, რომ შეიძლება, მეგობრები სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგნენ, მაგრამ როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი ერთ-ერთ გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან მეგობრობას არ მალავს, ეს სხვა რამეზე მიანიშნებს,“ – აღნიშნავს „თაიმერის“ ფარული რესპოდენტი, რომელიც თავის ვინაობას, ტრადიციულად, არ ასაჯაროებს.
„თაიმერის“ მიერ დასმულ კითხვაზე, რას უნდა მიანიშნებდეს ხიდაშელის მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ზემოთხსენებული ფოტო, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს პოლიტიკური მესიჯია, ანუ ამით „რესპუბლიკელები“ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „ოცნება“ მათ გარეშე არასოდეს იარსებებს.
„დააკვირდით, პროცესები როგორ ვითარდება: კი, ყველამ ვიცოდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილი ლამის შვილობილად აღიარებდა და ისიც თქვა, რომ ღარიბაშვილი თანამდებობიდან ზენიტში ყოფნის დროს წავიდა, მაგრამ ღარიბაშვილმა პარტიაც რომ შექმნას, ეს ხომ კარიერული დაღმასვლა იქნება და მეტი არაფერი – ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრემიერი იყო და ახლა, უცებ, პარტიის თავმჯდომარედ მოგვევლინოს. შეიძლება, ამ პარტიამ მომავალ პარლამენტში თავისი ადგილიც დაიკაოს, მაგრამ პრემიერობაზე მაღალი თანამდებობა ამ ქვეყანაში რაღა არის? ვინმე შეიძლება ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მომავალი პოსტი პრეზიდენტობა იქნება, მაგრამ პრეზიდენტი, უბრალოდ, კარგად ჟღერს, თორემ მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ხომ ხედავთ, არავინ არაფერს ეკითხება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი თავიდან არ მოიცილა. ახლა, თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებსაც შევაჯერებთ, რომ შეიძლება, ე.წ. კახური კლანის წევრები დაკითხვებზე დაიბარონ, მაშინ უჩემოდაც მიხვდებით, რომ ივანიშვილმა ახალი თამაში დაიწყო და „სტავკას“ მთლიანად პროდასავლურ ძალებზე დებს. კი, აქ გასათავლისიწნებელია „გაზპრომის“ ფაქტორიც, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ „გაზპრომთან“ აქტიურობას კახა კალაძე შეეწირება,“ – გამოთქვამს საკუთარ ეჭვს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
წყაროს ეჭვებსაც თავი რომ გავანებოთ, ყველა, ვინც პოლიტიკურ კულუარებში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევა, ხვდება, რომ სიტუაცია აჭრილია.
„თაიმერს“ ისიც უთხრეს, რომ სიტუაცია უცებ არ აჭრილა და ყველაფერი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა და „ოცნება“ საგარეჯოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატურას ეძებდა.

როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, მაშინ კალაძემ მოახერხა და პროცესის მართვა თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო. საგარეჯოს შუალედურ არჩევნების შესახებ „თაიმერმა“ რამდენიმე კულუარული ინფორმაცია გამოაქვეყნა, თუმცა ახლა ჩვენთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, ანუ როგორც გვითხრეს, კალაძე რამდენიმე კანდიდატურას ლობირებდა, მათ შორის, ერთ-ერთი ადვოკატი იყო, თუმცა საბოლოდ ისე მოხდა, რომ საგარეჯოს არჩევნებიდან პარტია „ქართული ოცნება“ განზე გაწიეს და მწვანე „რესპუბლიკელებს“ აუნთეს.
„აი, სწორედ მაშინ უნდა მიხვედრილიყვნენ ღარიბაშვილი და კალაძეც, რომ ივანიშვილი თავის სახელს მთ არ შეწირავდა, მაგრამ ამ ბიჭებმა, როგორც ჩანს,დაიჯერეს, რომ შეუცვლელები იყვნენ,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო, რომელიც ვარაუდობს, რომ შემდეგი „ფავორიტი“, რომელიც ივანიშვილის ორბიტას დატოვებს, ალბათ, კალაძე იქნება. მისივე მოსაზრებით, კალაძეს არც იმას აპატიებენ, რომ რამდენიმე თვის წინ, ღარიბაშვილის ჩაძირვის კამპანია დაიწყო და ამ მიზნით ცალკეულ მედიასაშუალებებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა.
„მთელ ამ „კომპოტში“ ყველაზე საინტერესო არის გიორგი კვირკაშვილის ფიგურა, რომელსაც დიპლომატიის უნარი შესწევს და მას შეუძლია, ერთანირი წარმატებით ყველა პოიტიკური გემოვნების ადამიანთან ითანამშრომლოს. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი პრემიერად დანიშვნა, თორემ მაგალითად, იგივე კალაძეც არ იტყოდა უარს, რომ პრემიერად დაენიშნათ,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ თებერვლიდან საინტერესო პოლიტიკური პროცესები განვითარდეს და ბევრი მოულოდნელობის მხილველნი გავხდეთ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნარმანიას საკუთარი კადრის მერიიდან გაშვება კვლავ გარედან დაავალეს
შემდეგი სტატია“მე ვფიქრობ საფრთხე არსებობს”- ზურაბ ჯაფარიძე გაზპრომთან კალაძის მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს