თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში დაიბარეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
ხიდაშელი უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული და მისი დაბარება იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ზვიად კუპრავამ გააკეთა. კუპრავა ამბობს, რომ ხიდაშელმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების სამსახური ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროვოკაციას და მის დაჭრას გეგმავს.