თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული

ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველო ურთიერთობების შესახებ, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს შესახებ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
“ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული, რადგან ყველაზე ცუდი, რაც საქართველოში მოხდა, იყო 2008 წლის მოვლენები, მაშინ კი მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ბუქარესტის სამიტისგან MAP-ს ველოდით, თუმცა მივიღეთ პირობა წევრობის შესახებ, რომელიც ალბათ, მნიშვნელობით MAP-ს არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ორივე ერთად იდეალური იქნებოდა, თუმცა ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ ყველაფრისთვის”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება “გაზპრომს”, თავდაცვის მინისტრის თქმით, მასთან მოლაპარაკებები ყოველწლიურად ხდება, რადგან მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, კონტრაქტები ერთ წლის ვადით იდებოდა.
“მასთან ზუსტად ისეთივე მოლაპარაკებები გვქონდა, როგორც სხვებთან. ჩვენ ყოველ წელს ხელახლა ვუბრუნდებით ამ პროცესს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან კონტრაქტები ერთ წლის ვადით იდებოდა. საქართველოს ტერიტორიას კვეთს გაზსადენი, რომლითაც რუსეთი სომხეთს ამარაგებს, საქართველო კი შეთანხმების მიხედვით უფასო გაზს იღებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების ქართულ თარგმანს ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა პარასკევს სესიაზე უნდა დაამტკიცონ
შემდეგი სტატიაfacebook პროფილების გატეხვისთვის და ჯგუფებში უნებართვოდ დამატებისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა