თინა ხიდაშელი: თუკი რამით ვამაყობ, ეს მედიის თავისუფლების გაუმჯობესებაა

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ კითხვებს შეერთებულ შტატებში პასუხობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელს პირველი გამოსვლა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ჰქონდა. მინისტრს საუბარი მოუწია “გაზპრომთან” მოლაპარაკებასა და “რუსთავი ორის” შესახებაც.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში მოდერატორმა თინა ხიდაშელს თავიდანვე ჰკითხა საქართველოში რეფორმებზე და პრესის თავისუფლებაზე. რომლის საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა რუსთავი 2-ის შესახებაც და გამორიცხა მთავრობის კავშირი ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით.

„3 წლის წინ ყველა ნაციონალური მედიასადგური ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა. არ არსებობდა მთელ ქვეყანაში მაუწყებელი არცერთი ტელესადგური და მედიასაშუალება, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ასეთი წარსულის შემდეგ, თუკი რამით მე პირადად ვამაყობ, ეს არის მედიის თავისუფლების გაუმჯობესება ქვეყანაში.

თუ თქვენ არ იცით, არ გაქვთ გაგონილი საქართველოში მედიის ვითარების შესახებ, არ იცით წლების განმავლობაში მფლობელების შეცვლის გარემოებებზე, თუ არ იცით, რომ ერთი ტელეარხი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია ჩვენი დემოკრატიული რეფორმის კრიტიკაში, იმართებოდა ჩემი წინამორბედი თავდაცვის მინისტრების მიერ, მაშინ ვითარება შეიძლება მახინჯად გამოჩნდეს. ტელესადგურის წინააღმდეგ საქმე სასამართლოშია. ზოგიერთ დამკვირვებელს შეუძლია ჰქონდეს წარმოდგენა, რომ მთავრობა ებრძვის ამ ტელევიზიას და ამიტომ არის საქმე სასამართლოში.

თუკი ცოტა მაინც იცი საქართველოზე და თუკი ვინმემ იცის ამ კონკრეტული და სხვა ტელეკომპანიოების შესახებ, რომელიც არსებობდა 2012 წლის არჩევნებამდე, მაშინ შეკითხვები აღარ წამოიჭრება“, – აღნიშნა ხიდაშელმა .

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო კონსულტაციების 34-ე რაუნდი ჟენევაში 1 საათში დაიწყება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მომავალი კვირის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის დასკვნას ველოდებით