თინა ხიდაშელი: სასამართლო ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ

თავდაცვის მინისტრის თქმით, სასამართლო ხელისუფლების ქმედებებზე ის პასუხისმგებლობას არ აიღებს.

ამის შესახებ ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

„ზუსტად ვიცი, ეს იქნება ერთადერთი თემა, ამ ტრიბუნიდან ჩემი განცხადება. ვფიქრობ, არასწორია თავდაცვის მინისტრმა ამ ტრიბუნიდან ახლა მაგ თემაზე რაიმე ტიპის განცხადება გავაკეთო. სხვაგან სხვა ფორმატში თავის შეკავებას არ ვაპირებ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მთავრობის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მთავრობა კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანოა. მე არ ეკუთვნი ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ “ეს ჩემი სფერო არ არის და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ”… თუმცა სასამართლო ხელისუფლების ქმედებებზე ის პასუხისმგებლობას არ ვიღებ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი “რუსთავი 2”-ში პოლიციის დახმარებით შესვლას არ აპირებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები