თინა ხიდაშელი: სააკაშვილმა ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება მოქალაქეობაზე უარის თქმით გამოხატა

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა უნდა დადასტურებულიყო.

როგორც ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილმა საკუთრი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ მაშინ გამოხატა, როდესაც მოქალაქეობაზე უარი თქვა.

„მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ იმით გამოხატა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ეს უარი უნდა დადასტურდეს, კონსტიტუცია ამ შემთხვევაში პირდაპირი და ცალსახაა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, სხვა პოზიცია ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არ აქვს.

„მე პოზიცია მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ მაქვს. არავის ჩვენი პოზიცია არ გვაქვს. ამაზე ცალსახაა საქართველოს კონსტიტუცია. რა მნიშნელობა აქვს ჩემს პოზიციას. მან საკუთარი პოზიცია და საკუთარი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტადაც 10 წელი იმუშავა გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს უარი უნდა დადასტურდეს. ამიტომ ჩემი პოზიცია ამ შემთხევაში საერთოდ არაა საინტერესო“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას
შემდეგი სტატიაირინა იმერლიშვილი: პროცედურა პრემიერის სხდომაზე არდასწრების მიზეზების განმარტებას არ ითვალისწინებს