თინა ხიდაშელი: “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვიქნებით

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი დღეს, სხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგზე საუბარს არ აპირებს.

“პირველის პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თინა ხიდაშელი არჩევნების მოგების შესახებ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორივე პარტია ვერ გაიმარჯვებს.

“ერთი პარტია გავა პირველ ადგილზე, მეორე კი, სხვა ადგილზე. დღეს არ არის ის დღე, როდესაც სხვა პარტიის რეიტინგებზე ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, რომ “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვიქნებით. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენი ამოცანაა, იმ ტიპის სოლიდური წარმომადგენლობა გვქონდეს, როგორიც ჩვენი ვარაუდით, საქართველოს პარლამენტში არ ექნება არც ერთ პარტიას – ვგულისხმობ ისეთ უმრავლესობას, რომელიც საკმარისი იქნება მთავრობის დასაკომპლექტებლად.

შესაბამისად, ნებისმიერი მომდევნო პარტია, რომელიც პარლამენტში შევა, იმ წარმომადგენლობის რაოდენობით გადაწყვეტს ქვეყნის ხელისუფლების ბედს, რომელიც მას ეყოლება”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტელი” კონსტანტინე მორგოშია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო გაცილებით უფრო თავისუფალი, ვიდრე 2012 წელს