თინა ხიდაშელი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება

საქართველოს თვდაცვის მინისტრი პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესების დროს ძალადობაზე სასჯელის გამკაცრებას მიესალმება.

როგორც ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობაზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი და საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება და აუცილებლად პასუხს აგებენ. ვინაიდან წინ საპარლამენტო არჩევნებია, ვფოქრობ, ძალიან სწორია პრემიერის ინიციატივა, რათა ასეთ შემთხვევებზე კანონი უფრო გამკაცრდეს“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ყოველი ასეთი სწავლება არის მეტი სიახლოვის გარანტია ნატოსთან
შემდეგი სტატია“ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში”