თინა ხიდაშელი: “კაბელების საქმეზე” პოზიცია არ შემიცვლია

news
: news მაისი 19, 2016 11:38

თინა ხიდაშელი: “კაბელების საქმეზე” პოზიცია არ შემიცვლია

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მას ე.წ. კაბელების საქმეზე პოზიცია არ შეუცვლია.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ის აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან მისი განცხადება შესაძლოა, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ხმაურის საგანი გახდეს.

“კაბელების თემაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. სიტყვა, რომელსაც ახლა მე ვიტყვი, შემდეგ დიდი ხმაურის საგანი იქნება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. ჩემი პოზიცია იცით ამ თემაზე. მე პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავის დროზე, “კაბელების საქმეზე” ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში აღადგინა. ამის შესახებ თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერდა.

 

news
: news მაისი 19, 2016 11:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics