საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღეს სირიაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ მაშინ, როცა სირიაში სიტუაცია დაძაბულია, სტოკჰოლმში კი მორიგი ტერაქტი მოხდა, ქართული საზოგადოება იმას არკვევდა “ვესტერნიზაცია” და “მოდერნიზაცია” კარგი სიტყვებია თუ არა: “პენტაგონმა სირიის ქიმიურ შეტევაში რუსული კვალის მოკვლევა დაიწყო, CNN უკვე ავრცელებს კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც გამოძიების საფუძველი გახდა, სტოკჰოლმში დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა; ჩვენს სამეზობლოში არნახული ტრაგედია ტრიალებს, რუსეთსა და ამერიკას შორის მორიგ ჯერზე რკინის ფარდა დაეშვა, ჩვენი პარტნიორები მუდმივმოქმედ რეჟიმში ან ტერაქტის მოლოდინში არიან, ან ტერაქტის შედეგებს ითვლიან და ჩვენ ამ დროს რითი ვართ დაკავებული? – “ვესტერნიზაცია” და “მოდერნიზაცია” ცუდი სიტყვებია თუ კარგი ამას ვარკვევდით მთელი დღე” – წერს თინა ხიდაშელი “ფეისბიქის” საკუთარ გევრზდე.