თინა ხიდაშელი: ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში

მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებია, ნატო-ს მისია ავღანეთში არ იცვლება, დღეს ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა და პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. ამის შესახებ ვარშავაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის პოზიციაა, რომ „ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში“.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა მისიის გაგრძელებას პარლამენტის მხარდაჭერა, ხიდაშელი ამბობს, რომ „ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია, თუნცა ეს ფორმალური პროცედურაა“.

„წელს ნამდვილად არ დაგვჭირდება პარლამენტის თანხმობა, რადგან პარლამენტის აქტი, რომელიც 2 წლის წინ გამოიცა, ნათლად ამბობს, რომ საქართველო მონაწილეობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მის დასრულებამდე“,-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ცოტამ თუ იცის ყველაზე მთავარი, რითაც ჩვენ გამოვირჩევით სხვა კონტინგენტისგან.

„ქართული კონტინგენტი არის ის, ვინც ავღანეთში იცავს გენერლებს, ანუ მისიის ხელმძღვანელებს. ეს არის ყველზე უფრო მაღალი ხარისხის ნდობაც და დაფასებაც“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ბრიტანეთს რეფერენდუმის მიუხედავად შეუძლია ევროკავშირში დარჩეს
შემდეგი სტატიაფხენიანმა წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა