თინა ხიდაშელი ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგ-ჰამერს შეხვდა. ეს შეხვედრა ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების, ნატოში ინტეგრაციის, ვიზა ლიბერალიზაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თინა ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიცესკო 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
შემდეგი სტატიახმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში – სხდომა კვორუმის არარსებობს გამო მეხუთედ ჩაიშალა