თინა ხიდაშელი ბიზნესმენებს მიმართავს

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინა ხიდაშელი ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს, რომ თავდაცვის პროექტში “მხარი მხარს” აქტიურად ჩაერთოს.

ხიდაშელის თქმით, პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მთელმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, რომელზეც სრულფასოვანი მზრუნველობა აქვს აღებული თავდაცვის სამინისტროს, არ შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ.

“ჩვენ დავიწყეთ სოციალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც პირობითად დავარქვით “მხარი მხარს”. მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მთელმა საზოგადოებამ გააცნობიეროს ის, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, რომელზეც სრულფასოვანი მზრუნველბა აქვს აღებული თავდაცვის სამინისტროს, არ შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ. მთელი საზოგადოება უნდა იდგეს ამ ადამიანების გვერდით. მივმართავ აქედანაც ქართულ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროექტში, ამ ახალგაზრდების შვილების განათლებაში, დაგვეხმარონ მათი ოჯახების სოციალური საკითხების მოგვარებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგანსხვავებული ახალი წელი მესტიაში – თოვლის ბაბუა ყველა ბავშვს საჩუქრებს მარხილით მიუტანს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას