თინა ხიდაშელი – ალასანიას ნერვებმა უმტყუნა

news
: news მარტი 1, 2016 23:34 განახლებულია

თინა ხიდაშელი – ალასანიას ნერვებმა უმტყუნა

მნიშვნელოვანი

  • ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

სხვა სტატიები

ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით “რესპუბლიკელების” წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო, რომ მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.

“ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა – ვინ წავა”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

news
: news მარტი 1, 2016 23:34 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics