თინა ხიდაშელი: 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველომ სპეცუბნებზე უარი უნდა თქვას

საქართველომ უარი უნდა თქვას სპეცუბნებზე, 2016 წელს უნდა იყოს სპეცუბნებისგან თავისუფალი საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსთავში განუცხადა.
ხიდაშელი ირწმუნება, რომ “ამ პროცესში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად” შეჯერდებიან საერთო პოზიციაზე.
რაც შეეხება საარჩევო რეფორმას, მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღო დავალება, რომ უწყებამ რეფორმის საკუთარი ვარიანტი წარადგინოს.
“ცვლილებები მზადდება. მასზე ჩემი მოადგილე ბესო ლოლაძე მუშაობს და რამდენადაც ვიცი, მომავალ კვირას უნდა წარადგინოს სამინისტროს პოზიცია ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა “სუპერ უსინდისობა” უწოდა შეფასებებს იმის თაობაზე, რომ სამხედროები რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიან საარჩევნო პროცესს. “ეს აღარ არის ბაჩო ახალაიას ჯარი და ძალიან არეულები არიან ადამიანები დროსა და სივრცეში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით ერეკლე კოდუა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა