თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

თიბისი ბანკის ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად გამოვლინდება 500 გამარჯვებული.

Ti Transfer -ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

· შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

· დააჭიროთ „+“ ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

· მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

· დაადასტუროთ გადარიცხვა;

· მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.

· „მიიღე თანხის“ ღილაკის დაჭერის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის საშუალებით მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

banner
წინა სტატიაშისტუ-ის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნილი კონსტრუქციები დღეს ჟენევაში გაიგზავნება
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს შეხვდა