“თიბისი” ბანკი ბანკი რესპუბლიკას აქციებს 315 მილიონ ლარად შეიძენს

თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა “სოსიეტე ჟენერალმა” ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკი “ბანკი რესპუბლიკის” აქციების 93.64% 315 მილიონ ლარად შეიძენს. ეს ტრანზაქცია უდიდესი იქნება ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.

თიბისი ბანკი “ბანკი რესპუბლიკის” აქციების 93.64 %-ს („სოსიეტე ჟენერალის” 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” ხდება თიბისი ბანკის აქციების 5.4% – ის მფლობელი, შესაბამისად, ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იქნება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

რაც შეეხება “ბანკი რესპუბლიკის” აქციების დარჩენილ 6.36%-ს, რომელიც “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს” ეკუთვნის, თიბისის უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზეც.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი თბილისში, განათლების აღორძინების საფუძველი იქნება
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად ვანო მაჭავარიანი სახელდება