თიანეთის მერობის კანდიდატების დავაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია „ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს 13:00 საათზე გამოაცხადებს.
ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს.

ამ მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა კომისიამ არ დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანის თქმით, თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსთავი – წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა – დაშავებულია ერთი პირი