თეთრმა სახლმა წინასწარი გამოკითხვების შეცდომები აღიარა

საზოგადოებრივი აზრის თითქმის ყველა გამოკითხვა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატებს შეეხებოდა, შეცდომა გამოდგა – გუშინ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დოშ ერნესტმა განაცხადა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი მოულოდნელი იყო, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. “ჩვენი ხედვა არასწორი იყო” – დაამატა ერნესტმა.

გამორიცხული არ არის, რომ პოლიტიკურ ექსპერტებს მოუწევთ საკუთარ მოღვაწეობის მეთოდებს გადახედონ – თქვა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიობამა ტრამპის თეთრ სახლში მისაღებად ემზადება
შემდეგი სტატიათურქეთის სამხრეთით ძლიერი აფეთქება მოხდა