თეთრმა სახლმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მომზადებაზე გააკეთა განცხადება

თეთრი სახლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ირანის მიმართ სანქციები მომავალი კვირიდან შემოიღოს – Reuters-ი თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩვენ 100%-ით მიმართული ვართ იქითკენ, რომ ირანს ატომური იარაღი არ ჰქონდეს” – თქვა სანდერსმა. მან აღნიშნა, რომ აშშ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გააგრძელებს და “უზარმაზარ სანქციებს შემოიღებს”. პრესმდივანის თქმით, სანქციები მზად იქნება მომავალი კვირისთვის.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გამოდის ირანთან ატომური შეთანხმებიდან. ამავე დროს ჩინეთი, რუსეთი და ევროპის ქვეყნები შეთანხმებაში რჩებიან.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთელმა გულშემატკივარს ქურთუკი აჩუქა, სადაც საქორწინო ბეჭედი ედო
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბრიუსელის სადგურზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა