თეთრი სახლის ჩინოვნიკს ტრამპის გამო ცოლი გაექცა

ერთი კვირის უკან, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნული ენტონი სკარამუჩი საკუთარმა მეუღლემ მიატოვა.
The New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკარამუჩის მეუღლე დეიდრ ბოლი, 3 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს მისი ,,პოლიტიკური ამბიციებისსა და ტრამპთან დაახლოებისადმი სურვილის გამო დაშორდა,,
როგორც გამოცემა აცხადებს, სკარამუჩის მეუღლე ვერ იტანს დონალდ ტრამპს და ვერც ვაშინგტონურ ,,უაზრო ცხოვრებას,,. ბოლმა ლონგ აილენდზე საკუთარი სახლი და უოლტ სტრიტის ცხოვრების რიტმი არჩია, აცხადებს ამერიკული გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ სკარამუჩის დანიშვნა, ტრამპის პრეს მდივნის შონ სპაისერის გადადგომა მოჰყვა, რომელმაც სკარამუჩისთან მუშაობაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტროს თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან
შემდეგი სტატია(ვიდეო) პერფორმანსი „ფრთხილად, ოკუპანტია!”