თეთრი სახლი: ვუსამძიმრებთ რუს ხალხსა და მთავრობას

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას. ამის შესახებ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თეთრი სახლი უსამძიმრებს რუს ხალხსა და მთავრობას.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, სხვებიც დააზიანა. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ელჩ კარლოვისა და სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვართ. ვუსამძიმრებთ რუს ხალხსა და მთავრობას. ეს საზარელი თავდასხმა დიპლომატიური კორპუსის წევრზე მიუღებელია და ჩვენ რუსეთისა და თურქეთის გვერდით ვდგავართ ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ანდრეი კარლოვს ანკარაში, გამოფენაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგიდან ესროლა. თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა. პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავა
შემდეგი სტატიაყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და დაცვის თანამშრომელი დააკავეს