თეთრი სახლი: ტრამპს სირიაზე სამხედრო შეტევის საკითხზე ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სირიაზე სამხედრო შეტევის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ეს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ერთ-ერთ ვარიანტად რჩება – თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ტრამპის ტვიტს, სადაც ის მალე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე წერს, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი უწოდა. სანდერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ დარწმუნებულია იმაში, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარებმა ქალაქ დუმაზე ქიმიური თავდასხმა განახორციელეს და აღნიშნა, რომ მასზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონი რუსეთს აკისრებს. ამავე დროს, ტრამპი იმედს იტოვებს, რომ სიტუაცია შეიცვლება და რუსეთი თანამშრომლობას დაიწყებს. თეთრი სახლი ამბობს, რომ ტრამპი ინტენსიურ კონსულტაციებს გადის ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ისრაელთან და სხვა მოკავშირეებთან.

ინფორმაციას სირიაში ქიმიური შეტევის შესახებ რუსეთი პროვოკაციას უწოდებს და ირწმუნება, რომ დუმაში არავის გამოუყენებია ქიმიური ნივთიერება.

banner
წინა სტატიაშიიულია სკრიპალი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის პრეზიდენტად ისევ ილჰალმ ალიევი აირჩიეს