თეთრი სახლი: პუტინი პირადადად ხელმძღვანელობდა კიბერშეტევებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ს წინააღმდეგ კიბეშეტევის ელემენტებს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ,,შურისძიების,, ფარგლებში. აცხადებს ამერიკული მედია თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც ამერიკული დაზვერვის ახალი დასკვნები და სადაზვერვო სამმართველოს ჩინოვნიკთა განცხადებები მოჰყავს მტკიცებულებად.
დაზვერვის ცნობით, არსებობს მაღალი დონის დამამტკიცებელი მასალები, რომლის მიხედვითაც რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დემოკრატებისადმი მოპარულ დოკუმენტებზე…
,,ამასთანავე, დაზვერვის ჩინოვნიკებს აქვთ უტყუარი მტკიცებულები, რომ ბატონი პუტინი პირადად იყო ჩართული ჰაკერულ ოპერაციაში და კრემლის უმაღლესი ხელისუფალის ნებართვის გარეშე არ მომხდარა კიბერშეტევა. რუსეთის პრეზიდენტი მოტივირებული იყო ქალბატონი კლინტონის მიმართ შურისძიებითა და ამერიკული პოლიტიკური სისტემის მიმართ პარტნიორთა ნდობის შერყევით. პუტინს სურს შექმნას სურათი, რომლის მიხედვით აშშ მსოფლიო ლიდერი არ იქნება და მას მთავარ პარტნიორები ჩამოაშორდებიან,, აცხადებს თეთრი სახლის წყარო NBC News-თან საუბარში.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოს დაკეტვის ორი კულუარული ვერსია
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საგარეო უწყებამ ირანისა და რუსეთის ელჩები დაიბარა