თეთრი სახლი განმარტავს, თუ რატომ არ ჩამოართვა ტრამპმა მერკელს ხელი

იმის თაობაზე, თუ რატომ არ ჩამოართვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პროტოკოლური ფოტოგადაღებისას ხელი გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს, თეთრი სახლი განმარტებას აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-მდივანის ვარაუდით, ამერიკის ლიდერმა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის შეკითხვა, უბრალოდ, ვერ გაიგო.
შეგახსენებთ: შემთხვევა 17 მარტს, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე მოხდა. აშშ-ში ჩასვლისას, როცა მერკელი თეთრ სახლში მივიდა, ლიდერებმა ერთმენეთს ხელი ჩამოართვეს, თუმცა ჟურნალისტების თხოვნით, დონალდ ტრამპმა ეს ჟესტი კიდევ ერთხელ არ გაიმეორა.
ამასთან, ანგელა მერკელი პრეზიდენტს მიუბრუნდა და კითხა: „გნებავთ, ხელი ჩამოგართვათ?“, მაგრამ ტრამპს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. მოგვიანებით, ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მას და მერკელს ძალიან კარგი შეხვდრა ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სირიის საჰაერო თავდაცვის რაკეტების განადგურების პირობა დადო
შემდეგი სტატია(video) სკანდალი: მმართველი გუნდის განცხადებების ფილტრი – დაწერილი ტექსტები “რუსთავი 2-ის” საქმეზე, რომელსაც დეპუტატები იმეორებენ