თეთრი სახლი – ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა

პრესრელიზში საუბარია შეხვედრის თემატიკაზე. კერძოდ, თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის 25-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო ავღანეთის მისიას, სადაც საქართველომ 31 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ვიცე-პრეზიდენტმა შეაქო პრემიერ-მინისტრის ლიდერობა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილებაში, გააგრძელოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობებს.

banner
წინა სტატიაშიჟან-კლოდ იუნკერი: რატომ არ დაესხა თავს ლუქსემბურგი რუსეთს?
შემდეგი სტატია9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა