თეთრი ხმაური: იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს

თეთრი ხმაურის მოძრაობა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივის პრინციპების მხარდაჭერას ეხმიანება. მოძრაობას იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“დასრულდა საკომიტეტო სხდომა. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით ჰუმანური ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ინცირებულ კანონროექტს მხარი დაუჭირა.

უნდა განვმარტოთ, რომ ეს სხდომა არც კანონპროექტის მიღებას ნიშნავს და არც საბოლოო ვერსიაზე შეთანხმებას. კანონპროექტის მიღებამდე ჯერ კიდევ წამყვანი, იურიდიული კომიტეტის სხდომები, კომიტეტის დადებითი დასკვნა და სამი პლენარული სესიაა ჩასატარებელი.

დღევანდელი სხდომა მხოლოდ პროცესების საჯარო ფორმატში დაწყებას ნიშნავს, ხოლო კომიტეტის მხარდაჭერა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მადლობა კომიტეტის წევრებს პოზიციიდან და ოპოზიციიდან მიღებული გადაწყვეტილებისთვის”, – წერია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირები ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობაში მათ ჩართვას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკარასინი: მოსკოვი თანამშრომლობისთვის მზადაა და ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას ელოდება