თეთნულდის განვითარების მიმართულებას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდება სახელმწიფო შპს, რომელსაც დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდება სახელმწიფო შპს და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ კომპანიას უხელმძღვანელოს სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, ასევე აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება, იგი არის რეჟისორიც და ვთვლით, რომ კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით.

ასევე, ის არის ადგილობრივი, იქაური, წარმოშობით სვანია და რა თქმა უნდა, მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ეს კურორტი ისე განვავითაროთ რომ მულახის თემის მცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიარსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატიაპრემიერი : კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა იწყება