თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 ბენეფიციარს ეტლები გადაეცა

ტყიბული-თერჯოლის გაეთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და საერთაშორისო ასოციაციის, ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თანადგომით, თერჯოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 ბენეფიციარს ეტლები გადაეცათ.

რაც შეეხება ტყიბულს, დეპუტატის საჩუქარი ამჯერად სოციალურად დაუცველმა პენსიონერებმა მიიღეს.

ელგუჯა გოცირიძემ ბენეფიციარები პირადად მოინახულა და მათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. აქციის ფარგლებში, პენსიონერემა მათთვის საჭირო ყველა მედიკამენტი მიიღეს საჩუქრად.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს
შემდეგი სტატიაპატრიარქს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება