“თერგის” ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.ცეცხლის ჩაქრობას 35 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, თუმცა უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები და იმყოფებოდნენ თუ არა იქ ადამიანები.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მოვაჭრეები არიან მისული და თავიანთ სამუშაო ადგილებზე შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი კახა კალაძე. დიდუბეში “თერგის” ბაზრობიდან მოვაჭრეები თავიანთი ნივთების გამოტანას ცდილობენ. ბაზრობაზე ხანძარი შენობის მეორე სართულზეა გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ვისაც ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა
შემდეგი სტატიაღამით ბაზრობაზე შუქი ითიშება