თენგიზ ჯგუშია: „ოცნებელმა“ მერაბ ქვარაიამ კანონს დასცინა

tengo-jgushiaზუგდიდის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ კანონი დაარღვია – როგორც ვიდეოდან ჩანს, ის სარჩევნო კაბინაში მეუღლესთან ერთად შევიდა და ხმა მისი თანდასწრებით მისცა.
„ამის გამო ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე არჩევნები გასაუქმებელია, ხოლო კანონის დამრღვევი მაჟორიტარობის კანდიდატმა ქვარაიამ პასუხი უნდა აგოს კანონის უხეში დარღვევისთვის,“ – აცხადებს სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობის – ,,სამეგრელოს ხმა“ დამფუძნებელი და ლიდერი თენგიზ ჯგუშია და დასძენს, რომ სრულიად ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, რომ ქვარაიამ არჩევანი კანონის დარღვევით და ზეწოლის ქვეშ გააკეთა.
სხვათა შორის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.“
„ქვარაიას საქციელი კანონის უხეში დარღვევის, უპატივცემლობისა და ფეხქვეშგათელვის ცინცხალი მაგალითია,“ – აღნშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმის 66-ე უბანზე კომისიის წევრები მოქალაქეების პირად მონაცემებზე ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ
შემდეგი სტატია(video) რატომ არ უკეთებენ პატრიარქს მარკირებას?- კომისიის წევრის პასუხი