თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.
პროკურატურა წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.
სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მარნეულის მერის დაკავება ამ ფაქტს უკავშირდება. არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : 14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ