თემო მურვანიძე ცილისწამებისა და ბრალდებებისთვის კანონის გამკაცრებას ითხოვს

რუსულ-თურქული გამბიტი

რუსულ-თურქული გამბიტიპოლიტიკოსი თემო მურვანიძე ცილისწამებისა და ბრალდებებისთვის კანონის გამკაცრების ინიციატვით გამოდის. ამის თაობაზე მურვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თანდათან მარაზმს ემსგავსება ამდენი უსაგნო ცილისწამება. ეს დღევანდელი ქართული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ რეჟიმმა პრაქტიკულად გარყვნა ღირებულებები (რადგან თავად არ გააჩნდათ) და ცხოვრების წესად დაამკვიდრა პრინციპი – დასწამე და მერე, თავი იმართლოს, არამედ, იმიტომაც, რომ უბრალო წესიერების არმქონე ადამიანები ძალიან მომრავლდნენ… ისინი ყველაფერზე წავლენ, ყველას ყველაეფრს დააბრალებენ, ოღონდ რამე სარგებელი ნახონ საკუთარი თავისათვის.
გარკვეულწილად ადამიანების, ალბათ, დიდი უმრავლესობა პირადად შეჯახებია ასეთ სიბინძურეს
ალბათ, დროა, ცილისწამებისა და უსაგნო ბრალდებებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდეს,“ – წერს თემო მურვანიძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიბუნტი დრანდის ციხეში
შემდეგი სტატიამუამარ კადაფის შვილს ლიბანში აპატიმრებენ…