“ამ თემაზე კომანეტარს არ ვაკეთებ”-ეკონომიკის მინისტრს ლარის კურსზე საუბარი არ სურს

ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დიმიტრი ქუმისშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა.

“ამ თემაზე კომანეტარს არ ვაკეთებ,”-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და ვითარებას იმაზე მძაფრად წარმოაჩენენ ოპონენტები, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

“პანიკის საფუძველი არ არსებობს, მძიმე პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ექნება ძალიან გამართული პოზიცია, რათა ის საფუძველი, რაზეც საუბრობენ პოლიტიკური ტრიბუნიდან ცალკეული პიროვნებები არ გამართლდეს და რეალობაში მოხდეს ის, რასაც ყველა ველოდებით, სტაბილიზაცია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლარის ოფიციალური კურსი დღეისათვის 2 ლარი და 48 თეთრია, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატია“საია” ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააუქმოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი