თელავში იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტულ-სანადირო შაშხანა, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში ორი მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ევროპული საქართველოს“ შვიდპუნქტიანი ეკონომიკური ინიციატივის განხილვა იწყება