თელავში ბიზნესმენი დავით ახმეტელი დააყაჩაღეს

წუხელ, გვიან ღამით, თელავში რესტორან “ხერგილის” მფლობელი დავით ახმეტელი დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე შეიარაღებული პირი ახმეტელების საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.

თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. მეზობლების ინფორმაციით, მძარცველები ოჯახის წევრებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ახმეტელების საცხოვრებელი ეზოდან გატაცებულია ასევე „ლექსუსის“ მარკის ჯიპი, რომელსაც პოლიციამ რამდენიმე საათში სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლია.

მომხდარი ფაქტის დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას არ გასცემეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

ფაქტზე ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა ბიზნესმენთა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა გიორგი ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს