თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზას, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები შეისწავლიან

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები მივლენ.

როგორც ჟურნალისტებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა მდგომარეობაა ადგილზე.

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი აფეთქდა.  სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგაც აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველო და მოლდოვა დაინტერესებული არიან, ასოცირებულმა ქვეყნებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სამმხრივ ფორმატშიც გამოიყენონ
შემდეგი სტატიალადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება