თეირანი გაეროს მოუწოდებს სირიაში ისრაელის მოქმედებები დაგმოს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს მოუწოდებს სირიაში ისრაელის სამხედრო ძალების მოქმედებები დაგმოს. თეირანი იერუსალიმს ტერორისტების მხარდაჭერასა და მათი პოზიციების გაძლიერებაში სდებს ბრალს. “მოვუწოდებთ გაეროს დაგმოს ეს აშკარა აგრესია და ყველა ზომა გამოიყენოს იმისათვის, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებების განმეორება არ დაუშვას, რომელიც უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენს” – ნათქვამია ირანის ოფიციალურ მიმართვაში.
ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამიმ ნეთანიახუმ დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა სირიაში სამხედრო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა ისრაელის ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში აშშ-ს სამხედრო გემი შევიდა
შემდეგი სტატია(video) ლუგანსკის წარმოების ტყვიები ქართულ იარაღის მაღაზიებში