თედო კობახიძე მორიგ სკანდალში ეხვევა

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის მთავარი სპეციალისტი ანა ვარდოსანიძე “პოსტსკრიპტუმს” სკანდალურ ფაქტებს უყვება და აცხადებს, რომ საკრებულოში არსებობენ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც სამსახურში არ დადიან, თუმცა ხელფასებსა და პრემიებს იღებენ.

„არიან აქ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც არ გვინახავს საერთოდ“, – აცხადებს ვარდოსანიძე.

საკრებულოს იურიდიულ კომისიას დეპუტატ მანანა კობახიძის ძმა თედო კობახიძე ხელმძღვანელობს.

ბრალდებებს თედო კობახიძე უარყოფს, თუმცა მისი სამდივნოს ყოფილმა უფროსმა ქეთევან თურაზაშვილმა “რუსთავი 2”-ს დაუდასტურა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის მითითებით, საკრებულოს იურიდიულ კომისიაში ადამიანების ნაწილს ფიქტიურად ასაქმებენ.

“პოსტსკრიპტუმის” არქივში საკრებულოს ყოფილი თანამშრომლის ბადრი ჯავახიშვილის ინტერვიუ ინახება, რომელიც აცხადებს, რომ კობახიძე ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებს მიღებული ხელფასიდან წილს სძალავს.

კონფიდენციალურმა წყარომ “რუსთავი 2”-ს თედო კობახიძის შესახებ სკანდალური მასალების ასლები მიაწოდა, მათ შორისაა საკრებულოს იურიდიული კომისიის ხუთი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, სადაც ისინი წერენ, რომ კობახიძე მათ დევნის, დისკრიმინაციას ახდენს და სამსახურიდან წასვლას აიძულებს. ერთ-ერთი მათგანი ანა ვარდოსანიძეა.

კობახიძის წინააღმდეგ დოკუმენტები ახლა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს აქვს.

banner
წინა სტატიაშიელისაბედ მეორესა და უელსის პრინცის ახალი ფოტო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაისრაელის ექს-პრეზიდენტი ციხიდან ვადაზე ადრე გამოვა