თედო ჯაფარიძე: „რუსულ პროპაგანდაზე“ გომელაურთან კითხვები შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ქონდეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ვახტანგ გომელაურთან კითხვები „რუსულ პროპაგანდასთან“ დაკავშირებით შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს.

ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ე.წ. რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ „რესპუბლიკელებს“ არ აქვთ,

„ასეთი კითხვა ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ვინაიდან, ეს რეალობაა, რუსეთი ყველანაირ ინსტრუმენტს იყენებს, მაგრამ რუსეთი ბევრ სხვა რამესაც მოინდომებს, მთავარია, რომ ჩვენი სიმტკიცე იმ რეფორმებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. ეს მხოლოდ დღევანდელ მთავრობას არ ეხება. ჩვენ ეს გზა დიდი ხანია არჩეული გვაქვს. მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ეს იქნება რბილი ძალა თუ სხვა რომელიმე ინსტრუმენტის გამოყენება, ამ გზას არ გადავუხვევთ“, განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

დღეს პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვლი: ფარული ჩანაწერების საქმე არ უნდა მივივიწყოთ
შემდეგი სტატია” რას გპირდებით? ბრძოლას!”- პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო