თედო ჯაფარიძე: ამ მძიმე წუთებში საქართველო გერმანიის გვერდით დგას

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე მიუნხენში მომხდარ თავდასხმას ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს უწოდებს.

“კიდევ ერთი ბარბაროსული ტერორისტული აქტი განხორციელდა ევროპაში, ამჯერად, გერმანიაში, მიუნჰენში. მსხვერპლი კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ გერმანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გერმანიის გვერდით დგას.

მომხდარი ტერორისტული აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი 21-ე საუკუნის შავი ჭირის – ტერორიზმის დაძლევა. ამ ბრძოლაში საქართველო თავის წვლილს კვლავაც შეიტანს”,- აცხადებს თედო ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ “ოლიმპიასთან” უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა, 20-მდე კი დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი 18 წლის ირანელმა გახსნა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ
შემდეგი სტატიაოლიმპიურ პარკში ოლიმპიელების რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა