საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
პრემიერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ავრილ ჰეიენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს და საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის პრეზიდენტ ელჩ უილიამ ბერნს შეხვდა.
შეხვედრებზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.