“თებერვალი-მარტისკენ ლარი კიდევ უფრო ცუდი პროცესებისკენ წავა” – ლაშა დამენია

“თებერვალი-მარტისკენ ლარი კიდევ უფრო ცუდი პროცესებისკენ წავა” – ამის შესახებ განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა დამენია აკეთებს. დამენია მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლება შექმნის ვითარებაში არაადეკვატურად იქცევა.

„არცერთი ის გეგმა, რომელიც დასახა დღევანდელმა მთავრობამ, არ მოიტანს არც ლარის გამყარებას და არც ეკონომიკის ზრდას. ამავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ ლარი ვერ სტაბილურდება. იყო ახალი წლების წინა პერიოდში ლარის გამყარება და შემდგომ ისევ დაიწყო ლარის გაუფასურება და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ თებერვალი-მარტისკენ კიდევ უფრო ცუდი პროცესებისკენ წავა ლარი,“ – აცხადებს ენმ-ის წევრი ლაშა დამენია.

banner
წინა სტატიაშისასამართლო არ თვლის პრობლემად, მოძალადე იყოს გარეთ – მშვენიერაძე გაჩეჩილაძის გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატიარეფორმების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში 43.95 მილიონი ევრო ჩარიცხა