თეა წულუკიანმა სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული ცენტრი ტყვიავის თემის მოსახლეობას საშუალებას მისცემს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ორასზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი.
“ტყვიავში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მოსახლეობას მივცეთ საზოგადოებრივი ცენტრი, რათა მათ სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ სხვადასხვა საჯარო და კერძო სერვისი. რაც მთავარია, მომავალ თაობას, ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე ბიბლიოთეკა, უფასო და უკაბელო ინტერნეტი, რათა მათ ცენტრის გარეთაც შეძლონ სამყაროსთან წვდომა და ინტერნეტთან კავშირი”, – აღნიშნა წულუკიანმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება
შემდეგი სტატია2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა