თეა წულუკიანი:უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს

უკრაინულმა მხარემ კითხვაზე, რჩებოდა თუ არა ძალაში მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების მოთხოვნა, ქართული მხარისგან დადებითი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

“უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში. კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, არ შეესაბამება სიმართლეს.

მოთხოვნა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე საქართველოდან 2017 წელს არ შემოსულა. ამის შესახებ იუწყება “რადიო თავისუფლება”, რომელიც ეყრდნობა უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2014 და 2015 წლებში საქართველოდან უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადება, რომ უკრაინამ დაიწყო სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით “საექსტრადიციო შემოწმება”. მისი თქმით, უკრაინას მიღებული აქვს საქართველოდან მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე.
ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო РБК-Україна.

 

 

banner
წინა სტატიაშიესპანელმა მკითხავმა ვერ დაამტკიცა, რომ სალვადორ დალის ქალიშვილია
შემდეგი სტატია,,ანაზღაურებას რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს”