თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით თბილისში დღეს მორიგი აქცია იგეგმება

იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთიანდებიან. ისინი 10-ზე მეტ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით თბილისში დღეს მორიგი აქცია იგეგმება.
მათი მტკიცებით, აუცილებელია იუსტიციის ახალმა მინისტრმა წარადგინოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები.

„ვითხოვთ თეა წულუკიანის გადადგომას და ასევე ახალი პროკურორის და ახალი მინისტრის შერჩევას. ეს არის მინისტრი, რომელმაც უკვე ოთხჯერ გამოცვალა პროკურორი და ვერც ერთმა ამ პროკურორმა ვერ შეძლო დამოუკიდებლად მუშაობა. უნდა შეირჩეს ისეთი პირი, რომელსაც ექნება ძალიან მაღალი სანდოობა საზოგადოების,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” პროექტის მენეჯერმა ანა სუბელიანი.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ჩვენი ამოცანაა, კომისიამ ნათელი მოჰფინოს ხორავაზე მომხდარს, ეს არის ზაზა სარალიძის ინტერესიც და ვფიქრობ, თანამშრომლობა შედგება
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს